LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
Pink Floyd რევოლუცია მუსიკაში (+ფოტო/ვიდეო)

Pink Floyd რევოლუცია მუსიკაში (+ფოტო/ვიდეო)

დაპოსტა 2020/10/15-ში
A A
924
ნახვა
გაზიარება

მოსუმინე მუსიკა და თან წაიკითხე სტატია ( ნამდვილად სხვა სამყაროში გადაინაცვლებ) 

პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში

მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და მსოფლიოში კვლავ დიდი წარმატებით სარგებლობს.თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი – დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.
რაიტმა ჯგუფი 1979, ხოლო უოტერსმა − 1985 წლებში დატოვა, მაგრამ გილმორმა და მეისონმა (მოგვიანებით რაიტის დაბრუნების შემდეგ) გააგრძელეს ალბომების ჩაწერა და საკონცერტო ტურნეები. ისინი პინკ ფლოიდის სახელით გამოდიოდნენ, რის გამოც უოტერსმა ყოფილი კოლეგების მისამართით სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ განაჩენი მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოტანილი – დამტკიცდა, რომ მათ ჰქონდათ ჯგუფის სახელის გამოყენების უფლება. ამის შემდეგ, პინკ ფლოიდმა კიდევ ორი ალბომი გამოუშვა – A Momentary Lapse of Reason და The Division Bell. 24 წლის შემდეგ, 2005 წელს ჯგუფის ოთხკაციანი შემადგენლობა აღდგა მხოლოდ ერთი კონცერტისთვის, „Live 8“. რაიტის გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფის დარჩენილი წევრები, უოტერსი, გილმორი და მეისონი ერთმანეთს შეხვდნენ როჯერის ტურნეს The Wall Live ფარგლებში, 2011 წლის 12 მაისს ლონდონის დარბაზში O2 გამართულ კონცერტზე, სადაც გილმორმა შეასრულა სიმღერა „Comfortably Numb“, ხოლო მეისონი სხვებს შეუერთდა სიმღერის „Outside the Wall“ შესრულებისას.

e59dc9848f83

მეისონი ამბობდა: „ფსიქოდელიური მოძრაობა ჩვენს ირგვლივ იყო და არა ჩვენში“.მიუხედავად ამისა, „The Pink Floyd Sound“ იყო ერთ-ერთი პიონერი ფსიქოდელიური მუსიკით დაინტერესების მხრივ და მუსიკალური ინდუსტრიის მხრიდან ინტერესს იწვევდა. სხვადასხვა ხმისჩამწერ კომპანიასთან კონტაქტის დამყარებისას ჯო ბოიდმა და ბრაიან მორისონმა დასავლეთ ჰემპსტედში, სტუდიაში „Sound Techniques“ ჯგუფს ჩააწერინეს „Arnold Layne“ და ინსტრუმენტული კომპოზიციის „Interstellar Overdrive“ ვერსია. სასექსში გადაღებული იქნა „Arnold Layne“-ის პრომო-ფილმიც. მიუხედავად Polydor-ის მხრიდან დაინტერესებისა, გაფორმდა კონტრაქტი EMI-სთან. ჯგუფმა ავანსის სახით 5,000 ფუნტი მიიღო. საგულისხმოა, რომ ბოიდი ამ კონტრაქტის მონაწილე არ ყოფილა.
„Arnold Layne“ იქცა პინკ ფლოიდის (არტიკლი „The“ ამოვარდა მათი სახელწოდებიდან 1967 წელს) პირველ სინგლად, რომელიც გამოცემული იქნა 1967 წლის 11 მარტს. მასში ნახსენები იყო პიროვნება, რომელიც იპარავდა და იცმევდა ქალის ტანსაცმელს. ასეთი ისტორიის გამო, რამდენიმე რადიოსადგურმა იგი აკრძალა კიდეც. თუმცა, ცნობილია, რომ ბრიტანულ ჩარტში მან მაინც #20 ადგილი დაიკავა. ამ დროისათვის ჯგუფის ოთხივე წევრს მიტოვებული ჰქონდა სწავლა ან სამუშაო. Bedford-ის ძველი ფურგონი მათ Ford Transit-ით შეცვალეს, რომლითაც 1967 წელს ინგლისი მოიარეს და 200-ზე მეტი კონცერტი გამართეს (წინა წელთან შედარებით 10-ჯერ დიდი რაოდენობით). მათ შეუერთდა ტურ-მენეჯერი პიტერ უინ უილსონი, რომელთანაც ბარეტი მანამდე ერთ ბინაში ცხოვრობდა. უილსონმა განაახლა მათი განათების სისტემა და დაამატა იმ დროისათვის ნოვატორული ელემენტები – სარკეები, გაწელილი პრეზერვატივები, პოლარიზატორები – რითაც კონცერტებზე საინტერესო ვიზუალური ეფექტები იქმნებოდა. შემდეგი სინგლის სახით ჯგუფმა იმავე წლის 16 ივნისს See Emily Play გამოსცა.მისი საკონცერტო პრემიერა შედგა მანამდე, ლონდონში, იმავე წლის მაისში, დედოფალ ელისაბედის დარბაზში, სადაც ჯგუფმა ასევე გამოიყენა დარბაზში ხმის გამანაწილებელი უნიკალური სისტემა აზიმუთ კოორდინატორი. BBC-ს გადაცემაში Look of the Week შედგა მათი მნიშვნელოვანი სატელევიზიო გამოსვლა, სადაც ერუდირებულმა და მიმზიდველმა უოტერსმა და ბარეტმა უპასუხეს წამყვან ჰანს კელერის მკაცრ კითხვებს. ახალ სინგლს Arnold Layne-ზე უფრო მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად. 2 კვირის შემდეგ იგი მოხვდა ჩარტის #17 ადგილზე. ის ასევე შესრულდა BBC-ს გადაცემაში Top Of The Pops – თუმცა, ამ გადაცემის ტრადიციების მიხედვით, ფონოგრამის თანხლებით. მიუხედავად ამისა, სინგლმა ჩარტში #5 პოზიციამდე აიწია და მოთხოვნამ სიმღერაზე იმატა. მაგრამ დაგეგმილი მესამე გამოსვლა გადაცემაში არ შედგა, ვინაიდან ბარეტმა თავად განაცხადა ამაზე უარი.
სწორედ იმ პერიოდში ჯგუფის სხვა წევრებმა სიდის ქცევაში უცნაურობები შენიშნეს.1967 წლისათვის იგი უკვე ლსდ-ს აქტიური მომხმარებელი იყო. ერთ-ერთ შოუზე მეისონმა შენიშნა, რომ სიდი იყო მიმდინარე მოვლენებს სრულიად მოწყვეტილი: „იყო თუ არა ეს მხოლოდ ნარკოტიკული გაბრუება ან უფრო ბუნებრივი, ნერვული აშლილობა, დღემდე არ ვიცი“.

2c95ab5525a6

1968 წელს ჯგუფმა იმუშავა რეჟისორ პიტერ საიკსის ფილმის კომიტეტი მუსიკაზე. იმავე წლის შობამდე გამოიცა Point Me At The Sky, რომელიც წინა ჩანაწერებზე უფრო მეტად პოპულარული არ ყოფილა და წლების მანძილზე რჩებოდა პინკ ფლოიდის ერთადერთ ოფიციალურ სინგლად. 1969 წელს ჩაიწერა მუსიკა ბარბეტ შროდერის ფილმისათვის მეტი. საუნდტრეკი, რომელიც პინკ ფლოიდმა გამოსცა, მნიშნვნელოვანი ჩანაწერი იყო – ალბომის A Saucerful of Secrets მასალასთან ერთად მათ საკონცერტო სიაში გამოჩნდა ახალი კომპოზიციებიც. 1969 წლის ივლისში დასრულდა მათი საკონცერტო ტურნე, უკანასკნელი კონცერტით სამეფო საფესტივალო დარბაზში. გილმორს ამ შოუზე ინციდენტი შეემთხვა – ელექტროშოკის გამო (რომელიც ძაბვის გამო მიიღო) მან მთელი სცენა გაიფრინა. საკონცერტო გამოსვლები ამ პერიოდში კონცეფტუალური შოუს, The Man and The Journey (ადამიანი და მოგზაურობა) სახით იქნა წარდგენილი , რასაც თან ახლდა მხატვარ პიტერ დოკლის პროექციები და ხმოვანი ეფექტების ნაწილი, მოგვიანებით გამოყენებული 1970 წლის კომპოზიციაში Alan’s Psychedelic Breakfast. რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიონის ფილმისათვის ზაბრისკი პოინტი საუნდტრეკის შექმნისას ჯგუფი გადაფრინდა რომში, სადაც ისვენებდა ფეშენებელურ სასტუმროში და წერდა მუსიკას. უოტერსის თქმით, რომ არა ანტონიონის წუწუნი და ცვლილებები, შეტანილი ამ ჩანაწერებში, სამუშაოს დასრულებას ერთ კვირაზე ნაკლები დრო დასჭირდებოდა. სინამდვილეში, ფილმში მოხვდა მათი მხოლოდ სამი კომპოზიცია. დანარჩენ მუსიკოსებს შორის იყვნენ Grateful Dead, The Youngbloods, პეტი პეიჯი და როლინგ სტოუნზი (მათი სიმღერა You’ve Got The Silver არ მოხვდა მუსიკალურ ალბომში ფილმის საუნდტრეკით). ერთ-ერთი კომპოზიცია, სახელწოდებით The Violent Sequence, მოგვიანებით იქცა სიმღერად Us and Them და შეტანილი იქნა პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომში The Dark Side of the Moon. ამავე პერიოდში ჯგუფი მუშაობდა ანიმაციური ფილმის როლო საუნდტრეკზე, მაგრამ დაფინანსების პრობლემების გამო ფილმზე მუშაობა შეწყვეტილი იქნა. უოტერსმა გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი კინოსამყაროში, რონ გისინის მონაწილეობით ფილმის სხეული მუსიკის შექმნით.
ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 200 მილიონზე მეტი ასლი.[261] მათ შორის, 74.5 მილიონი – აშშ-ში [262]. 1991 წლიდან გაიყიდა პინკ ფლოიდის 35.8 მილიონი დისკი.[263] გამოცემის Sunday Times მიერ გამოქვეყნებული 2009 წლის უმდიდრეს პიროვნებათა სიაში როჯერ უოტერსი 657-ე ადგილს იკავებდა (85 მილიონი ფუნტით), დევიდ გილმორი – 742-ს (79 მილიონი ფუნტით), ხოლო ნიკ მეისონი – 1077-ს (50 მილიონი ფუნტით).
მრავალი მუსიკოსი მოექცა ჯგუფის გავლენის ქვეშ. დევიდ ბოუისათვის სიდ ბარეტი ძირითად შთაგონებად იქცა. მოზარდობისას გიტარისტ ეჯის მიერ პირველი პედალი შეძენილი იქნა ალბომ Animals-ის პირველი ჰანგების მოსმენის შემდეგ. ჯგუფ მარილიონი გიტარისტ სტივ როზერის აღიარებით, Wish You Were Here მისთვის ძირითადი შთაგონების წყარო იყო. სხვა ჯგუფებს შორის, რომლებიც პინკ ფლოიდის გავლენის ქვეშ მოექცნენ, იყვნენ: Foo Fighters, Dream Theater, Porcupine Tree, მარს ვოლტა, Tool, Queensryche, Scissor Sisters, Rush, რედიოჰედი, Gorillaz, Nine Inch Nails, Primus და სმეშინგ პამპკინსი. ზოგიერთი მათგანის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული იქნა ჯგუფის სიმღერების ქავერ ვერსიებიც.
პინკ ფლოიდი ნომინირებული და გამარჯვებული იქნა სხვადასხვა დაჯილდოებაზე.[268] ტექნიკურ ჯილდოებს შორის არის საუკეთესო ხმის ინჟინერი (The Wall, 1980), BAFTA-ს ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სიმღერისათვის (გადაეცა უოტერსს) და საუკეთესო ჟღერადობისათვის (გადაეცა ჯეიმზ გათრის, ედი ჯოზეფს, კლაივ ვინტერს, გრემ ჰარტსტოუნს და ნიკოლას ლე მესურიეს, ფილმისათვის პინკ ფლოიდი: კედელი (1982). 1995 წელს ჯგუფს გადაეცა გრემის ჯილდო საუკეთესო ინსტრუმენტული როკ-კომპოზიციისათვის (Marooned). 2008 წელს პინკ ფლოიდს გადაეცა პრესტიჟული ჯილდო Polar Music Prize, მათ მიერ თანამედროვე მუსიკაში შეტანილი წვლილისათვის. ეს ჯილდო როჯერ უოტერსმა და ნიკ მეისონმა მიიღეს შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავისგან. 1996 წლის 17 იანვარს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ხოლო 2005 წლის 16 ნოემბერს – გაერთიანებული სამეფოს მუსიკის დიდების დარბაზში.. 2010 წელს შედგა მათი შეყვანა ჰიტ აღლუმების დიდების დარბაზში.

 

გაზიარება370

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო.GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 566 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.74%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

არალეგალური ყველის შესაბოლი საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
არალეგალური ყველის შესაბოლი საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ყველის შესაბოლი არალეგალურ საწარმო გამოავლინეს. ფიზიკური პირი მ. უ. (მის: ქ. თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N56) საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – განახლებული კურსი 26 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7166 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091...

დაწვრილებითDetails

” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი - ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, ნუგეშს,...

დაწვრილებითDetails

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

თბილისში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას საქმეზე სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ნინო კაპატაძემ ჩვენება მისცა. ჩვენების დეტალებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც ექიმმა აღნიშნა, შემთხვევის დღეს ახალგაზრდა ქალი...

დაწვრილებითDetails

გურიაში 23 წლის ბიჭმა მეზობელი ინტერნეტით მიღებული დავალების გამო მოკლა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

“სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და მოიწამლნენ…თამუნა გარდაიცვალა”- ტრაგედიის დეტალები

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
“სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და მოიწამლნენ…თამუნა გარდაიცვალა”- ტრაგედიის დეტალები
მთავარი

ახალ­გაზ­რდა ქალი, თა­მუ­ნა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი გუ­შინ, 24 მარტს დაკ­რძა­ლეს რუს­თავ­ში. ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად მო­ი­წამ­ლა მისი შვი­ლი და მე­უღ­ლე, გი­ორ­გი სა­ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი. ისი­ნი რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს....

დაწვრილებითDetails

ხონში გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ეროზიული/მცირე მეწყრული უბნები

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
ხონში გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ეროზიული/მცირე მეწყრული უბნები
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ზონები, რომლებსაც სპეციალისტები შეისწავლიან - ამის შესახებ ხონის მერიის მიერ გავრცელებულ იფნორმაციაშია ნათქვამი. ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მოადგილე გერასიმე...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის...

დაწვრილებითDetails

კაცმა, მიკროავტობუსით მგზავრობისას, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"