LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება

დაპოსტა 2020/10/15-ში
A A
230
ნახვა
გაზიარება

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, 15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება.

მათივე ცნობით, საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს და ეწევიან პროდუქტიულ (სასოფლო სამეურნეო), რეპროდუქტიულ (საოჯახო და ზრუნვასთან დაკავშირებულ) და სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია.

„სოფლად მცხოვრები ქალების თითქმის ერთპიროვნულად აწევთ ისეთი ვალდებულებები როგორიცაა: ბავშვზე ზრუნვა, ოჯახისთვის საკვების მომზადება, სახლის დალაგება და სხვა. საქართველოში გამოკითხული ქალების 94% ამბობს, რომ, ოჯახში ჩვეულებრივ ან ყოველთვის, სწორედ ის რეცხავს. ამასვე ადასტურებს კაცების 89%, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვეულებრივ ან ყოველთვის, მათი პარტნიორები რეცხავენ. ქალები, საოჯახო და ზრუნვით საქმიანობაზე კვირაში საშუალოდ 45 საათს ხარჯავენ, ხოლო კაცები – 15 საათს. ამგვარი, რეპროდუქტიული საქმიანობა, როგორც წესი აუნაზღაურებელი და უხილავია. ამ საქმიანობაშია ჩართული სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა. ამავდროულად, საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად სეგრეგირებულია, რაც გულისხმობს, რომ ქალები ასრულებენ საქმეებს, რომლებიც ტრადიციულად მათ ძირითად მოვალეობად მიიჩნევა. ასე მაგალითად: სოფლად მცხოვრებ ქალებს, ხშირად უწევთ ხელით ისეთი სამუშაოების შესრულება როგორიცაა: მოსავლის აღება, გადარჩევა და დახარისხება, მიწათმოქმედების პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კონსერვი, სუნელები, ფქვილი), ფრინველების მოვლა, ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოება, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, კვერცხის წარმოება, მეცხოველეობით მიღებული პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კუპატი, კონსერვი, სანთელი). სტატისტიკის თანახმად, მარცვლეული კულტურების მიღება-გადამუშავებაში ქალები წელიწადში 84.3 დღეს არიან ჩართულნი, ხოლო კაცები 98.1 დღეს. მეცხოველეობაში ქალები 259.9 დღე საქმიანობენ, კაცები – 165.8 დღეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ქალები უმეტესად საარსებო სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულნი, რაც გულისხმობს მოსავლის მოყვანას შინამეურნეობის გადარჩენისათვის და ბაზარზე პროდუქციის გატანას – ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ შინამეურნეობები, გამოკითხულთა უმრავლესობა, 71.1%, ოჯახის უფროსად კაცს მიიჩნევს. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ ქალები იშვიათად ითხოვენ სამემკვიდრეო უფლებას, რადგან ტრადიციისამებრ მიიჩნევა, რომ ის ოჯახის მამაკაც წევრს ეკუთვნის.

არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციებია: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულების გენდერული ანალიზი (მათ შორის, ქალებისა და კაცების რესურსებზე წვდომისა და გადაწყვეტილებებში ჩართულობის მიმართულებით) და გამოვლენილ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; სოციალური ინფრასტრუქტურის, ბავშვებსა და ხანდაზმულებზე ზრუნვის სერვისების შექმნა/გაუმჯობესება; სოფლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის. სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე არსებული საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისების ქალთა და კაცთა განსხვავებულ საჭიროებებზე მორგება; საგანმანათლებლო და გადამზადების პროგრამების არსებობა; სამართლიანი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება“,- აღნიშნულია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება92

დაკავშირებული -პოსტები

მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან. ,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და...

დაწვრილებითDetails

სტიქიაა ბაღდათში

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
სტიქიაა ბაღდათში
მთავარი

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტობა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი. „ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის 2 არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.)...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3...

დაწვრილებითDetails

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10...

დაწვრილებითDetails

ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 3 ახალგაზრდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად. - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს “როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა,...

დაწვრილებითDetails

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა - ინფორმაციას Reuters ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის სულ მცირე 800 უცხოელია. პოლიციის თქმით, მოსალოდნელია, რომ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:   27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"