ლეიბორისტულმა პარტიამ ქუთაისში ე.წ სტეკლოტარასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, გასხვისებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების პირობები გააპროტესტა. როგორც მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე განმარტავს ხელშეკრულება არასწორადაა დადებული და გადასასვლელი შესაძლოა რამოდენიმე წელი კვლავ მოუწესრიგებელი იყოს. მეგა ტვ ეკონომიკური განვითარების ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსს მირზა მამასახლისს დაუკავშირდა, მისი თქმით ხელშეკრულებაში ყველა დეტალი შეტანილია და მისი შესრულების შემთხვევაში ქალაქში მივიღებთ ევრო სტანდარტების გადასასვლელს. ჩვენ ასევე დიმიტრი ალავიძესაც ვესაუბრეთ, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო გადასასვლელის რეაბილიტაცია, მისი თქმით ამ ეტაპზე გასუფთავების სამუშაოები დაწყებულია, თუმცა წინასწარ პროგნოზირება როდის დასრულდება რეაბილიტაცია ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მოქალაქეები ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასვლელის მოწესრიგებას უბრალოდ, აუცილებლობად მიიჩნევენ და მათი თქმით რეაბილიტირებული გადასასავლელით აუცილებლად ისარგებლებენ.
აბაშაში, ბანკში 1 პირი შეიჭრა, ის სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა
კაცი, რომელიც აბაშაში, "საქართველოს ბანკში" შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცმა ბანკში სანადირო იარაღიდან მხოლოდ ერთხელ გაისროლა და ადგილზე მყოფ ადამიანებს სთხოვა...








