როგორც მან „2020NEWS”-ს ექსკლუზიურად განუცხადა, მას შემდეგ, რაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, მეუღლეც თვითიზოლაციაში გადავიდა.
„2 დღის წინ გამომივლინდა პირველი სიმპტომები, მქონდა ტემპერატურა. ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დამიდასტურდა.
როგორც კი პირველი სიმპტომი გამომივლინდა, გიაც თვითიზოლაციაში გადავიდა და ყველა შეხვედრა გააუქმა. მან ტესტი დღეს აიღო და ველოდებით პასუხს, თუმცა სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება“, – განაცხადა მაკა ხეცურიანმა.
ქუთაისის ყოფილი მერის მეუღლე მკურნალობას ქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში გადის.
2020NEWS.ge










