ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე) 14 ოქტომბერ 52-ე თეატრალური სეზონი გახსნა.
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, სეზონი არა სპექტაკლით, არამედ ერთგანყოფილებიანი კონცერტით გაიხსნა, რომელიც ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ ე.წ. „მწვანე თეატრში“ იმართება.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/4452253511515413
„კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი, ირმა შავგულიძე, ნათია მელქაძე, რამაზ კუბლაშვილი, არმაზ დარაშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ბაკურ კვირიკაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ბადრი ადამია, ლაშა თითბერიძე, მიხეილ ქებაძე, ემილ ჩარგაზია, თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.
კონცერტს, რომლის პროგრამაშია მხოლოდ ქართული საოპერო მუსიკა, უძღვება თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.









