კოვიდ 19 ქუთაისში 15 სკოლაში გამოვლინდა. მათგან 7 სკოლა სრულ, ხოლო დანარჩენები კი ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული #1, #10 ,#13, #31, #36, #9 სკოლები.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, მათგან უმეტესი ნაწილი ხუთშაბათიდან, 15 ოქტომბრიდან უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში განაახლებს ფუნქციონირებას , ხოლო ორშაბათიდან, 19 ოქტომბრიდან სავარაუდოდ უკვე ყველა სკოლაში განახლდება სასწავლო პროცესი.
კოვიდ 19 ინფექცია ქუთაისში დაახლოებით 10 მოსწავლეს და 4-მდე მასწავლებელს დაუფიქსირდა.









