“სტრატეგია აღმაშენებლის” ხონის რაიონულ ოფისთან უცნობმა პირებმა გიორგი ვაშაძის ბანერი დააზიანეს. გია თევდორაძე მომხდარში ქართული ოცნების აქტივისტებს ადანაშაულებს. მისი განმარტებით ქართული ოცნება აგებს და ცივილური მეთოდების სანაცვლოდ გამარჯვებისათვის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ მოკვლევა სსკ 187 ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. ქართულ ოცნებაში ბრალდებებს უარყოფენ როგორც მეგა ტვ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა მზგავს ფაქტს ადგილი არ ქონია: „გივი ჭიჭინაძე ის ღირსეული ადამიანია, რომლისთვისაც ასეთი პოლიტიკური თამაში მიუღებელია. ვინ არინ, რა პარტიია რომ კონკურენტად აღვიქვამდეთ“-განაცხადეს ოფისში.
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის...









