LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

თუ უნდათ, ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა, სხვაგვარად შეუძლებელია – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/09/09-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ბრიუსელი ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ პრობლემა ევროპასთან, ევროკავშირთან და იმ იდეასთან არ გვაქვს, რომელიც სინამდვილეში ევროკავშირს უკავშირდება, ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირს დღეს ნდობა აქვს დაკარგული, „ეს კარგად გამოჩნდა, ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგითაც“.

„ის არჩევნები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, ისლანდიის რეფერენდუმი რა იყო, თუ არა იმის დადასტურება, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ? ისლანდია, რომელიც ყველანაირად დაკავშირებულია ევროკავშირთან, ერთი ფორმალური ნაბიჯი აკლიათ, რომ ევროკავშირის წევრი ერქვათ, ინტეგრაციის ასეთ ხარისხზე არიან და მათაც შეეშინდათ არა თუ წევრობის, არამედ მოლაპარაკებების განახლების. საუბარია იმაზე, რომ თევზჭერის მკაცრი რეგულაციები აქვს ევროკავშირს და ისლანდიელებმა თევზჭერას გადააყოლეს ევროპული მომავალი – ამას ამბობდა ოპოზიცია.

ევროკავშირი ისლანდიას სთავაზობდა, რომ მათთვის სპეციალურ გამონაკლის რეგულაციებს დააწესებდა, ცალკე შეთანხმება ექნებოდათ თევზჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ისლანდიის ინტერესებს გაითვალისწინებდა. სწორედ ეს არის მთავარი, ეს პირობა მისცა ბრიუსელმა და ისლანდია ამ პირობას არ ენდო. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ნდობა დღეს დაკარგული აქვს ბრიუსელს ყველას თვალში, მათ შორის ქართველი ხალხის, ისლანდიის თვალში. ჩვენ ვცდილობთ, ბრიუსელმა თავისი კურსი შეცვალოს.

ბრიუსელის ბიუროკრატიის დღევანდელი შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამას მარტო მე ხომ არ ვამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც ამას ამბობს. ჩვენი, როგორც ევროპული და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიზანი, მათ შორის არის ის, რომ ბრიუსელის პოლიტიკა შეიცვალოს.

თუ უნდათ, ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა, სხვაგვარად შეუძლებელია. ასეთი პოლიტიკის მქონე ევროკავშირის წევრი ვერ ვიქნებით, რომელსაც არეული აქვს საგარეო პოლიტიკა და აღარავინ სცემს პატივს საგარეო პოლიტიკაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კაია კალასს [ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში] არც კი ხვდება. წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და ერთხელაც არ შეხვედრია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს ყველაფერზე მეტყველებს.

ჩვენ გვინდა ძლიერი და სამართლიანი ევროკავშირი, რომელსაც დღეს ხელს უშლის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
მთავარი

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს, დაბრძანებულია ბორჯომთან ახლოს, სოფელ ვარდგინეთში. მიღების დღეებია: პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით. ხოლო, სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით არის თბილისში. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მამა გაბრიელის სახლში, სადაც დედა პარასკევა...

დაწვრილებითDetails

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
მთავარი

ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც აბაშაში მომხდარი ავარიის დროს მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი​ გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ვიდეოს და ემოციურ პოსტს აზიარებს: „მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი თავიდან. რამდენი გზა გავიარე საკუთარ...

დაწვრილებითDetails

როდემდე გასტანს კარგი ამინდი და რა პროგნოზი აქვთ სინოპტიკოსებს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. სინოპტიკოსების თქმით, ამინდის გაუარესებას 15 სექტემბრიდან უნდა...

დაწვრილებითDetails

სურდო, ხველა და სიცხე – რომელი ვირუსები აქტიურდება შემოდგომაზე

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
როდის უნდა მივიდეთ ექიმთან სურდოს გამო?
მთავარი

სკოლებისა და ბაღების დაწყებასთან ერთად მშობლების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ისევ სეზონური ინფექციებია. სურდო, ხველა, ყელის ტკივილი და სიცხე  ეს ის სიმპტომებია, რომლებიც შემოდგომის დადგომასთან ერთად ბავშვებსა და უფროსებში საკმაოდ ხშირად...

დაწვრილებითDetails

აბიტურიენტებისთვის ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და...

დაწვრილებითDetails

იმერეთის პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო...

დაწვრილებითDetails

9 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 ჭიათურელი მაღაროელის განაჩენი ძალაში დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 ჭიათურელი მაღაროელის განაჩენი ძალაში დატოვა
მთავარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა 4 ჭიათურელი მაღაროელის განაჩენი ძალაში დატოვა. ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა
მთავარი

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა - ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს: "ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“ჩემი დაკავება აბსურდულია” – ჯუანშერ ბურჭულაძე
მთავარი

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა "გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"