“სტრატეგია აღმაშენებლის” ხონის რაიონულ ოფისთან უცნობმა პირებმა გიორგი ვაშაძის ბანერი დააზიანეს. გია თევდორაძე მომხდარში ქართული ოცნების აქტივისტებს ადანაშაულებს. მისი განმარტებით ქართული ოცნება აგებს და ცივილური მეთოდების სანაცვლოდ გამარჯვებისათვის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ მოკვლევა სსკ 187 ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. ქართულ ოცნებაში ბრალდებებს უარყოფენ როგორც მეგა ტვ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა მზგავს ფაქტს ადგილი არ ქონია: „გივი ჭიჭინაძე ის ღირსეული ადამიანია, რომლისთვისაც ასეთი პოლიტიკური თამაში მიუღებელია. ვინ არინ, რა პარტიია რომ კონკურენტად აღვიქვამდეთ“-განაცხადეს ოფისში.
არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია ორგანულია და არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე – ირაკლი კობახიძე
არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო...








