“ქუთაისში, ბოლო 10 დღეა ქარია და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.. ქუთაისი და ქარი ხომ განუყოფელია?!. საკითხავია , რომელი უფრო ადრე გაჩნდა ქარი თუ ქუთაისი?. თუ ორივე ერთად დაიბადა ?. ან საერთოდ რა უნდა ამ ქარს ჩვენგან/ჩვენთან?. როდის დაიწყო და როდის დაგვანებებს თავს ?.საქმეც მაგაშია, რომ არც არასდროს , ის ჩვენთან ერთად იქნება კიდევ იმდენი წელი, რამდენი ვარსკვლავის დათვლასაც შევძლებთ ცაზე
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოდი მოგიყვებით ამ მოვლენაზე , მის უდიდებულესობა ,,ქუთაისელ ქარზე ”ქუთაისში, ძირითადად აღმოსავლეთის ქარია გაბატონებული, რომელსაც ფიონი ეწოდება, ის გერმანული სიტყვიდან Föhn ( ლათ. favonius) არის წარმოქმნილი და ნიშნავს თბილ, მშრალ მძაფრ ქარს, რომელიც დროდადრო უბერავს მთებიდან ხეობებისაკენ.ფიონის დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად მაღლდება, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც.. აი, სწორედ ამ სიკეთისთვის არ გვიღებს ბოლოს სირისტი და სინოტივე, განსხვავებით შავიზღვისპირეთის სხვა ქალაქებისგან..და მაინც, საიდან ქრის ის ქუთაისში ?. – ფიონი, ძირითადად აღმოსავლეთიდან ქრის , რიკოთიდან კოლხეთის დაბლობისკენ – და აი აქ ხვდება ერთამენთს ფიონი და ქუთაისი
და ბოლოს, ამით ქარს ვერ ჩაგიყენებთ, მაგრამ სახელი მაინც ხომ გეცოდინებათ აწი მის მოსაკითხად ..:))” – წერს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი ფეისბუკზე.









