LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოს და მის მოსახლეობას „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის შემთხვევაში, გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება – “თავისუფალი საქართველო”

დაპოსტა 2020/10/13-ში
A A
2.2k
ნახვა
გაზიარება

საქართველოს და მის მოსახლეობას „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის შემთხვევაში, გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა, ქუთაისის რეგიონალურ ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიის თანათავმჯდომარის, იმერეთის მაჟორიტარი კანდიდატის, გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული ის უდიდესი რისკები, რომელიც ახალი ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

„ოცნების“ მთავრობას, რომელსაც საკუთარი ბიზნესინტერესები აქვს, აბსოლუტურად არ ადარდებს არც ქვეყნის და არც მისი მოსახლეობის ბედი. დასავლეთ საქართველოს მთელი რეგიონი ფაქტობრივად წყალში ჩასაძირადაა განწირული, რადგან არ არსებობს არცერთი გარანტია, რომელიც ჰესის დაზიანების, ან მისი ნგრევის შემთხვევაში, არსებულ საფრთხეებს შეამცირებს. ხელისუფლებას, რომელიც ტროტუარსაც კი ვერ აგებს წესიერად დასახლებულ პუნქტებში და ასობით სოფელი დღესაც უგზოდ და უწყლოდაა დარჩენილი, ახალი ჰესის აშენება სურს. ესაა ერთი მხრივ ადამიანების დაცინვა, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლისა და მისი უფლებების მთლიანად იგნორირება. მოსახლეობას არ სურთ ჰესის მშენებლობა, თუმცა ხელისუფლებას ამ ადამიანების მოთხოვნები არ აინტერესებს, სამაგიეროდ სურს კიდევ უფრო მეტად გამდიდრება და ამიტომაც, ახლა ეს ავანტიურული მშენებლობა წამოიწყეს, რომელიც ნახევარ საქართველოს ჩაძირვით ემუქრება“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“, დღეიდან, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო ნებას დააფიქსირებს.

„ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს ხალხის ხმის მოსმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხმა გაცილებით ფართომაშთაბიან საპროტესტო აქციებში გადაიზრდება“,- აღნიშნა წულაიამ.

გარდა ამისა, „თავისუფალი საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი კანდიდატის პაატა მაცაბერიძის თქმით, საქართველო, კონკრეტულად კი რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რეგიონები სეისმურად აქტიური ზონებია.

„სერიოზული მიწისძვრის შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ კაშხალი დაინგრეს. იმის წარმოდგენაც კი მიჭირს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ კატასტრობას, თუმცა ექსპერტები, უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თუ კაშხალი დაინგრევა, ქუთაისს 34 მეტრიანი უზარმაზარი ტალღა 20 წუთში დაფარავს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი მაღალი რისკის შემცველი ობიექტის მშენებლობა“, – განაცხადა პაატა მაცაბერიძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია ადამიანების სიცოცხლის ხელყოფითა და მათი ჯანმრთელობის დაზიანებით, ბიზნესის სასარგებლოდ მანიპულირება.

„ერთი პროცენტიც რომ იყოს საფრთხე, ნებისმიერი საქმიანობა უნდა შეჩერდეს, არათუ 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობა. ჩვენ კარგად გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მდინარე ვერეს დაგუბებამ რა კატასტროფული შედეგები მოუტანა თბილისს. სიმაღლეზე დაგუბებულმა ამ პატარა მდინარემ, ადამიანების სიცოცხლე რამდენიმე წუთში იმსხვერპლა, ახლა წარმოიდგინეთ „ნამახვამ ჰესში“ დაგუბებული წყალი, რომ უმართავი გახდეს. ეს გენოციდის ტოლფასი იქნება“, – აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ამასთან, მაცაბერიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას, თუკი მართლა სურს რეგიონში მცოვრები ადამიანების კეთილდღეობა, „არსებობს გაცილებით ეფექტური გზა, რომელსაც მას „თავისუფალი საქართველო“ სთავაზობს“.

„რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ტყეებს აუცილებელი სანიტარული ჭრა სჭირდება. ეს სამუშაოები აქ 30 წელია აღარ ჩატარებულა, ქართული ტყე კი გადასარჩენია. არსებული პრობლემა სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. ერთის მხრივ ტყეები უმოწყალო გაჩეხვას უნდა გადავარჩინოთ, მეორეს მხრივ კი, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ტყეების გამოხშირვა დაავადებული ხეებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს გამოსახშირი ხეების მონიშვნა, რომელსაც შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა თავად მოჭრის და მიზანმიმართულად გამოიყენებს. მოსახლეობა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში თავად გადწყვეტს, მოპოვებული მასალა გაყიდოს, თუ მისგან, თუნდაც კოტეჯის ტიპის ნაგებობები ააშენოს. ჩვენი იფორმაციით, დღეისათვის მსჯელობა მიდის იმაზე, რომ მოჭრილი ხეები ე.წ. „საქმიანი ეზოს“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გადაეცეთ, რომლებიც ხე-ტყის ბიზნესში არიან ჩართულნი. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიმე ბიზნესმენის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ხალხმა საკუთარი სიმდიდრე თავად უნდა განკარგოს“, – განაცხადა პაატა მაცაბერიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსხური ავრცელებს.

გაზიარება869

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია - ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკაში ვკითხულობთ.  პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 308 პატიმრით მეტი იმყოფება, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით დაწესებულებაში...

დაწვრილებითDetails

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. „აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 694 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ხილულ გამონაბოლქვზე ქუთაისში 34 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მედიკამენტების ახალი სია, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
რომელი წამლის მიღებას უკრძალავს ექიმი კოვიდპაციენტებს
მთავარი

იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს, განახლდა - ამის შესახებ ირკვევა „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში. კერძოდ, რეფერენტული ფასების ახალ ჩამონათვალში შეხვდებით acetylsalicylic acid-ის...

დაწვრილებითDetails

სურსათზე ფასები, წლის ჭრილში, 5.6%-ით გაიზარდა, 1 თვის ჭრილში კი 0.1%-ით შემცირდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი და მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი და მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ
მთავარი

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი შევიდა. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად არასრულწლოვან ბრალდებულთან, კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით შევიდა დაკავებულის მამა მერაბ მალანია, რომელიც შინაგან...

დაწვრილებითDetails

წყალი 12 საათით შეწყდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას შეს. N3-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან  18:00 საათამდე წყალმომარაგება...

დაწვრილებითDetails

„წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ...

დაწვრილებითDetails

კანის ინფექციით ორი პაციენტი შემოვიდა – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა “საროველი” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩახსნა
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას წურბელების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ექიმის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში კანის ინფექციით ორი პაციენტი მიმართა, რომელთაც ინფექცია სწორედ წურბელების მიერ დაზიანებულ კანში განუვითარდათ. ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"