,,გუშინ არქიმანდრიტმა კირიონმა კმაყოფილება გამოხატა ორი მეცნიერის გაუბედურების გამო. ზუსტად ისეთი კმაყოფილება , როგორიც კაიაფამ გამოხატა, როდესაც მაცხოვარს ჯვარცმა მიუსაჯეს. ამ ხალხმა ეკლესიის უზურპაცია მოახდინეს და ქრისტეს სახელით ბოროტებას სჩადიან გამუდმებით. გითხრათ სიმართლე? თითოეული ჩვენგანი კვებავს ამ ბოროტებას დუმილით. მე ხვალ თორმეტის ნახევარზე საპატრიარქოსთან მივალ და გავაპროტესტებ იმას, რომ ეკლესიას”ეშმაკები”დაეპატრონენ. ვისაც სურვილი გაქვთ შემომიერთდით”-წერს თორნიკე მამალაძე, რომელიც ივერი მელაშვილის დაკავების ფაქტს ასე გამოეხმაურა: ,,ჩემი ძმის 33 წლის მღვდლის საპყრობილეში ჩაგდება, დამბლით დასნეულება დაუშვა ერმა! მოხუცი მეცნიერის ციხეში ჩალპობასაც დაუშვებს?! “.
მოქალაქე ამბობს, რომ ბანკში ჯგუფურად სცემეს
მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა. ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის...










