,,გუშინ არქიმანდრიტმა კირიონმა კმაყოფილება გამოხატა ორი მეცნიერის გაუბედურების გამო. ზუსტად ისეთი კმაყოფილება , როგორიც კაიაფამ გამოხატა, როდესაც მაცხოვარს ჯვარცმა მიუსაჯეს. ამ ხალხმა ეკლესიის უზურპაცია მოახდინეს და ქრისტეს სახელით ბოროტებას სჩადიან გამუდმებით. გითხრათ სიმართლე? თითოეული ჩვენგანი კვებავს ამ ბოროტებას დუმილით. მე ხვალ თორმეტის ნახევარზე საპატრიარქოსთან მივალ და გავაპროტესტებ იმას, რომ ეკლესიას”ეშმაკები”დაეპატრონენ. ვისაც სურვილი გაქვთ შემომიერთდით”-წერს თორნიკე მამალაძე, რომელიც ივერი მელაშვილის დაკავების ფაქტს ასე გამოეხმაურა: ,,ჩემი ძმის 33 წლის მღვდლის საპყრობილეში ჩაგდება, დამბლით დასნეულება დაუშვა ერმა! მოხუცი მეცნიერის ციხეში ჩალპობასაც დაუშვებს?! “.
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ. ...










