11 ოქტომბერს ქუთაისში ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” 2020 იწყება, რომელშიც მონაწილეობას იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრები მიიღებენ. ფესტივალი თეატრალური საზოგადოების, იმერეთის გუბერნიის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალი “მწვანე თეატრში” – ჩატარდება. სპექტაკლები საღამოს 7 საათზე დაიწყება.
ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე - Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა...








