LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა საფრთხეებს და რისკებს შეიცავს კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობა

დაპოსტა 2019/09/14-ში
A A
279
ნახვა
გაზიარება

რამდენიმე არასამთოვრობო ორგანიზაცია, კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის პროექტთან დაკავშირებულ გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს.

ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის, კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის განხორციელების დაწყების გამო, მაშინ, როდესაც პროექტთან დაკავშირებული ადგილობრივი და ეროვნული რისკები სათანადოდ არაა შესწავლილი, ხოლო საზოგადოების მონაწილეობა ფორმალობამდე იქნა დაყვანილი. დაგეგმილი პროექტი საფრთხეს უქმნის როგორ ხადის ხეობის უნიკალურ გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობას.

23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა ჯამში 560 მლნ ა.შ.შ. დოლარამდე დაჯდება, საიდანაც 475 მლნ აშშ დოლარს ADB-ი და EBRD-ი სესხის სახით გამოუყოფენ მთავრობას. 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მოიცავს შემდეგი ინფრასტრუქტურის აგებას: 5 გვირაბი, ჯამური სიგრძით 11.4 კმ; ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ იქნება. 6 ხიდი, ჯამური სიგრძით 2 კმ. მათ შორისაა, უზარმაზარი – 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი.

ხადის 9 კმ სიგრძის ხეობა, დიდი კავკასიონის ბიომრავლაფეროვნების ცხელი წერტილის განუყოფელი ნაწილია და მსგავსი მშენებლობა გამოიწვევს, ერთი მხრივ, ჰაბიტატებისა და ლანდშაფტების, ალპური და სუბალპური ეკოსისტემების, წყლის რეჟიმების შეუქცევად ცვლილებებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ისტორიული სოფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებობას.

მაგისტრალი უშუალოდ კვეთს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და ზემოქმედებას იქონიებს ფრინველების დაკვირების ადგილებზე. ჰაბიტატების ცვლილებისა და დაბინძურების პარალელურად, პროექტი ხელს შეუწყობს წითელ წიგნში შეტანილი მთელი რიგი სახეობების შემცირებას და ინვაზიური სახეობების გავრცელებას.

ამასთან, პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ რისკებს, მათ შორის ხადისწყლის, ნარვანის და მილიონას ხეობებისთვის დამახასიათებელ რისკებს: მეწყრები, ღვარცოფები, ზვავები და ა.შ., რომელთა პროექტზე ზემოქმედება არ არის შეფასებული. არადა, ეს რისკები შესაძლებელია გაიზარდოს, თუ გავითვალისწინებთ კლიმატის ცვლილების მიმდინარე, აქტიურ პროცესს. განსაკუთრებით პრობლემატურია დაგეგმილი გვირაბების სიახლოვე ვულკანურ ზონებთან, განსაკუთრებით, მიწის ზედაპირიდან 800 მეტრის სიღმეზე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა იმდაგვარად, რომ არ არის წარმოდგენილი თუ რა ზემოქმედებას მოახდენს მშენებლობა მაგნურ პროცესებზე და პირიქით.

ადგილობრივი მოსახლეობა, ღიად ადასტურებს როგორც არასაკმარის საზოგადოებრივ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ზეწოლას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, დათანხმდნენ არაადეკვატურ კომპენსაციაზე. ამასთან, სახელმწიფომ მოსახლეობას წაართვა უფლება, დაარეგისტრიროს ტრადიციულ საკუთრებაში მყოფი კუთვნილი მიწები. ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საწუხარი იყო და რჩება ცენტრალურ გზასთან დაკავშირების პრობლემა, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში. პროექტი ამ მიმართებით არაფერს სთავაზობს მოსახლეობას. ამავდროულად პროექტს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ექნება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე როგორც საარსებო გარემოს გაუარესებით (ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გრუნტის წყლების რეჟიმის ცვლილება, ხმაური და ვიზუალური დაბინძურება), ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც (იძულებითი ეკონომიკური განსახლება, შემცირებული სასოფლო სამეურნეო წარმოება და ა.შ.).

ხადის ხეობა, რომელსაც 60 ციხის ხეობასაც უწოდებენ და რომელიც ნეოლითის ხანიდანაა დასახლებული, ცნობილია თავისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობით და არტეფაქტებით. ხადის ხეობაში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ერთიანი ფორპოსტის დანიშნულება ჰქონდა, ასევე მრავლადაა გაბნეული რელიგიური ნაგებობები და ეპიგრაფიკული ძეგლები. საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა გვარწმუნებს, რომ პროექტის ზემოქმედება და მისი შემცირების გზები, როგორც არქიტექტურულ ძეგლებზე, ასევე არქეოლოგიურ მემკვიდრეობაზე პრაქტიკულად შეუსწავლელია, მაშინ, როდესაც მაგისტრალი მნიშვნელოვან ძეგლებთან და დასახლებებთან დაახლოებით 50-100 მეტრის სიახლოვეს გაივლის.

პროექტის განხორციელება უარყოფითად იმოქმედებს ხადის ხეობის რეკრეაციულ და კულტურულ დანიშნულებაზე, ასევე, ეკოტურიზმის განვითარებაზე, რადგან ხშირად ხეობას ტურისტები ფრინველებზე დასაკვირვებლად სტუმრობენ. პროექტის მიერ განსაზღვრული შემარბილებელი ღონისძიება – ვიზიტორთა ცენტრის დაარსება, საუკეთესო შემთხვევაში ცინიზმად შეიძლება იქნას აღქმული, ვიდრე რეალურ ღონისძიებად. ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ხადის ხეობის პირველადი სახით შენარჩუნება და იმ მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივების საჭიროებებს უპასუხებს და ხეობის ბიომრავალფეროვნებას თუ კულტურულ მემკვიდრეობას შეინარჩუნებს.

პროექტის ძირითადი მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის და ტრანზიტის გაძლიერება, რაც ასევე პრობლემატურია ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე. ამასთან, სამწუხაროდ, პროექტი არ მოიცავს ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს ქვეყნისთვის, როგორც სახმელეთო ტრანსპორტის განვითარების კუთხით, ასევე მისი ზემოქმედებით ქვეყნის ფისკალურ პარამეტრებზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა:

საზოგადოების ფართო ჩართულობით მოძებნონ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ოპტიმალური ალტერნატივა, რომელიც ხადის ხეობასა და მის მოსახლეობას განადგურების საფრთხეს ააცილებს; შეარჩიონ ალტერნატივა, რომლის ზემოქმედება მინიმალური იქნება კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნებაზე; რეგიონში არსებული გეოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩაატარონ სიღრმისეული გეოლოგიური და სეისმური კვლევები, რომლებიც შეისწავლის არა მხოლოდ პროექტის ზემოქმედებას გარემოზე, არამედ – პირიქითაც. შეისწავლონ და განხილვისთვის წარმოადგინონ პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის გათვალისწინებით,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო); მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ეროვნული ფონდი; საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა; საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

თეგები: გზის მშენებლობაეროვნული პარკიკობისაფრთხექვეშეთი
გაზიარება134

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.   საქმეზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება – რას წერს მოკლული ბიჭის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"