LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა საფრთხეებს და რისკებს შეიცავს კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობა

დაპოსტა 2019/09/14-ში
A A
280
ნახვა
გაზიარება

რამდენიმე არასამთოვრობო ორგანიზაცია, კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის პროექტთან დაკავშირებულ გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს.

ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის, კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის განხორციელების დაწყების გამო, მაშინ, როდესაც პროექტთან დაკავშირებული ადგილობრივი და ეროვნული რისკები სათანადოდ არაა შესწავლილი, ხოლო საზოგადოების მონაწილეობა ფორმალობამდე იქნა დაყვანილი. დაგეგმილი პროექტი საფრთხეს უქმნის როგორ ხადის ხეობის უნიკალურ გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობას.

23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა ჯამში 560 მლნ ა.შ.შ. დოლარამდე დაჯდება, საიდანაც 475 მლნ აშშ დოლარს ADB-ი და EBRD-ი სესხის სახით გამოუყოფენ მთავრობას. 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მოიცავს შემდეგი ინფრასტრუქტურის აგებას: 5 გვირაბი, ჯამური სიგრძით 11.4 კმ; ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ იქნება. 6 ხიდი, ჯამური სიგრძით 2 კმ. მათ შორისაა, უზარმაზარი – 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი.

ხადის 9 კმ სიგრძის ხეობა, დიდი კავკასიონის ბიომრავლაფეროვნების ცხელი წერტილის განუყოფელი ნაწილია და მსგავსი მშენებლობა გამოიწვევს, ერთი მხრივ, ჰაბიტატებისა და ლანდშაფტების, ალპური და სუბალპური ეკოსისტემების, წყლის რეჟიმების შეუქცევად ცვლილებებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ისტორიული სოფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებობას.

მაგისტრალი უშუალოდ კვეთს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და ზემოქმედებას იქონიებს ფრინველების დაკვირების ადგილებზე. ჰაბიტატების ცვლილებისა და დაბინძურების პარალელურად, პროექტი ხელს შეუწყობს წითელ წიგნში შეტანილი მთელი რიგი სახეობების შემცირებას და ინვაზიური სახეობების გავრცელებას.

ამასთან, პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ რისკებს, მათ შორის ხადისწყლის, ნარვანის და მილიონას ხეობებისთვის დამახასიათებელ რისკებს: მეწყრები, ღვარცოფები, ზვავები და ა.შ., რომელთა პროექტზე ზემოქმედება არ არის შეფასებული. არადა, ეს რისკები შესაძლებელია გაიზარდოს, თუ გავითვალისწინებთ კლიმატის ცვლილების მიმდინარე, აქტიურ პროცესს. განსაკუთრებით პრობლემატურია დაგეგმილი გვირაბების სიახლოვე ვულკანურ ზონებთან, განსაკუთრებით, მიწის ზედაპირიდან 800 მეტრის სიღმეზე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა იმდაგვარად, რომ არ არის წარმოდგენილი თუ რა ზემოქმედებას მოახდენს მშენებლობა მაგნურ პროცესებზე და პირიქით.

ადგილობრივი მოსახლეობა, ღიად ადასტურებს როგორც არასაკმარის საზოგადოებრივ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ზეწოლას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, დათანხმდნენ არაადეკვატურ კომპენსაციაზე. ამასთან, სახელმწიფომ მოსახლეობას წაართვა უფლება, დაარეგისტრიროს ტრადიციულ საკუთრებაში მყოფი კუთვნილი მიწები. ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საწუხარი იყო და რჩება ცენტრალურ გზასთან დაკავშირების პრობლემა, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში. პროექტი ამ მიმართებით არაფერს სთავაზობს მოსახლეობას. ამავდროულად პროექტს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ექნება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე როგორც საარსებო გარემოს გაუარესებით (ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გრუნტის წყლების რეჟიმის ცვლილება, ხმაური და ვიზუალური დაბინძურება), ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც (იძულებითი ეკონომიკური განსახლება, შემცირებული სასოფლო სამეურნეო წარმოება და ა.შ.).

ხადის ხეობა, რომელსაც 60 ციხის ხეობასაც უწოდებენ და რომელიც ნეოლითის ხანიდანაა დასახლებული, ცნობილია თავისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობით და არტეფაქტებით. ხადის ხეობაში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ერთიანი ფორპოსტის დანიშნულება ჰქონდა, ასევე მრავლადაა გაბნეული რელიგიური ნაგებობები და ეპიგრაფიკული ძეგლები. საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა გვარწმუნებს, რომ პროექტის ზემოქმედება და მისი შემცირების გზები, როგორც არქიტექტურულ ძეგლებზე, ასევე არქეოლოგიურ მემკვიდრეობაზე პრაქტიკულად შეუსწავლელია, მაშინ, როდესაც მაგისტრალი მნიშვნელოვან ძეგლებთან და დასახლებებთან დაახლოებით 50-100 მეტრის სიახლოვეს გაივლის.

პროექტის განხორციელება უარყოფითად იმოქმედებს ხადის ხეობის რეკრეაციულ და კულტურულ დანიშნულებაზე, ასევე, ეკოტურიზმის განვითარებაზე, რადგან ხშირად ხეობას ტურისტები ფრინველებზე დასაკვირვებლად სტუმრობენ. პროექტის მიერ განსაზღვრული შემარბილებელი ღონისძიება – ვიზიტორთა ცენტრის დაარსება, საუკეთესო შემთხვევაში ცინიზმად შეიძლება იქნას აღქმული, ვიდრე რეალურ ღონისძიებად. ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ხადის ხეობის პირველადი სახით შენარჩუნება და იმ მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივების საჭიროებებს უპასუხებს და ხეობის ბიომრავალფეროვნებას თუ კულტურულ მემკვიდრეობას შეინარჩუნებს.

პროექტის ძირითადი მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის და ტრანზიტის გაძლიერება, რაც ასევე პრობლემატურია ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე. ამასთან, სამწუხაროდ, პროექტი არ მოიცავს ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს ქვეყნისთვის, როგორც სახმელეთო ტრანსპორტის განვითარების კუთხით, ასევე მისი ზემოქმედებით ქვეყნის ფისკალურ პარამეტრებზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა:

საზოგადოების ფართო ჩართულობით მოძებნონ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ოპტიმალური ალტერნატივა, რომელიც ხადის ხეობასა და მის მოსახლეობას განადგურების საფრთხეს ააცილებს; შეარჩიონ ალტერნატივა, რომლის ზემოქმედება მინიმალური იქნება კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნებაზე; რეგიონში არსებული გეოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩაატარონ სიღრმისეული გეოლოგიური და სეისმური კვლევები, რომლებიც შეისწავლის არა მხოლოდ პროექტის ზემოქმედებას გარემოზე, არამედ – პირიქითაც. შეისწავლონ და განხილვისთვის წარმოადგინონ პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის გათვალისწინებით,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო); მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ეროვნული ფონდი; საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა; საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

თეგები: გზის მშენებლობაეროვნული პარკიკობისაფრთხექვეშეთი
გაზიარება134

დაკავშირებული -პოსტები

მეექვსე კლასელმა თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე სკოლის...

დაწვრილებითDetails

“შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით” – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
“შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით” – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
მთავარი

ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში, კერძოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 986 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

კაჭრეთში ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემა ადგილობრივბზე დაყრდნობით წერს, რომ 60 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. გამოცემას „მთავარი ამბები...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება” – ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

ქვეყანაში კრძალავენ არჩევნებს! არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს არა ისეთი, როგორიც მოსახლეობას მოუნდება ხოლმე, არამედ გარანტირებულად ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება ხოლმე - ამ სარჩელით უნდა გადაიწეროს ისტორია და რუსეთი...

დაწვრილებითDetails

“ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა
მთავარი

აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა, რომელიც შეუდარებლად პატარა იყო - 2012 წლიდან...

დაწვრილებითDetails

13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ბუნებრივი აირი ძვირდება
მთავარი

თბილისში , რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ - 31 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 1 ნოემბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება:  ბეგლარ ახოსპირელის ქ. 4, I ჩიხი 2, 3, 2/4, 4, 5/6, 7/8,...

დაწვრილებითDetails

“რეჟიმს თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება”- გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებაზე“

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

გორდულაძეს უთქვამს, სიორიძემ იცრუა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენსო - ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის ყველა სხვადასხვა მაღალ იერარქს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს”...

დაწვრილებითDetails

” ნაცვლად მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს და თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი კეთილი ინებონ და ის თქვან” – ირაკლი კობახიძე საერთაშორისო გამოხმაურებებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

არაკონსტიტუციური ხუთიანი, არის ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა , ამას ჰქვია მეხუთე კოლონა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"