ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, პედაგოგებმა იმ ვითარებაზე ისაუბრეს, რას დღეს უნივერსიტეტში და მთლიანად ქუთაისშია. კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ არჩვენებში გამარჯვებისთანავე იზრუბენ იმაზე, რომ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს, როგორც განათლების ერთ-ერთ უძველეს და მთავარ კერას, არსებული პრობლემები მოუგვარდეს, ქუთაისს ჰქონდეს კანონი მისი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ და ქუთაისი აუცილებლად გახდება საქათველოს პოლიტიკური და სამხრეთ კავკასიის ტურისტული ცენტრი.
საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება მხარეებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გააცნო. „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-ძლიერი...









