ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, პედაგოგებმა იმ ვითარებაზე ისაუბრეს, რას დღეს უნივერსიტეტში და მთლიანად ქუთაისშია. კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ არჩვენებში გამარჯვებისთანავე იზრუბენ იმაზე, რომ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს, როგორც განათლების ერთ-ერთ უძველეს და მთავარ კერას, არსებული პრობლემები მოუგვარდეს, ქუთაისს ჰქონდეს კანონი მისი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ და ქუთაისი აუცილებლად გახდება საქათველოს პოლიტიკური და სამხრეთ კავკასიის ტურისტული ცენტრი.
იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,...









