ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს დადასტურებული კოვიდ 19-ით 10 პაციენტი დაემატა. ჯამში კლინიკაში 22 ინფიცირებულია მოთავსებული. მათ შორის 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია.
პაციენტებს შორის არის 35 კვირის ორსული ქალბატონი. ამ დროისათვის სტაციონარში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკაში ელოდებიან 4 ბენეფიციარს აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან. ხანდაზმულებს კოვიდ 19 უკვე დადასტურებული აქვთ.
ახალ პაციენტებს ელოდებიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოდოში. ორივე კლინიკაში აცხადებენ რომ მონაცემები ყოველ წუთს იცვლება და პაციენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოჰყავთ.










