,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე ფლაერები დაარიგა, რომელზეც ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი მთავარი გზავნილებია ჩამოყალიბებული.
ზაზა ლომინაძე თანაქალაქელებს ქუთაისის სამომავლო როლსა და ფუნქციებზე, მაჟორიტარი დეპუტატის უმთავრეს მოვალეობებსა და მიზნებზე უამბობს.
„ახალგაზრდებთან ერთად, ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე , მოქალაქეებს ფლაერები დავურიგეთ, რომლებზეც ლაკონურად, კონკტრეტულად და ნათლად არის ჩამოყალიბებული ის პრინციპები, რის გამოც გადავწყვიტე გავხდე ქუთაისელთა მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ამავდროულად, ეს აქცია იყო შანსი თანაქალაქელებთან უშუალო შეხვედრისა და გულწრფელი საუბრებისა. კვლავ შევთანხმდით, რომ ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს ღირსეულად ცხოვრების საშუალება – კარგი განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების პირობები და შესაძლებლობები.“- აცხადებს ზაზა ლომინაძე.