”ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 134 კვლევა ჩატარდა და გვაქვს 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა.” – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით დინამიკა შემცირებისკენ გრძელდება, რაც სასიხარულოა.
”ჩვენ ვაგრძელებთ ყველა კონტაქტის კვლევას, ვაგრძელებთ კარავშიც ტესტების აღებას. 10 შემთხვევიდან უმეტოსობა კარავში აღებულ ტესტებში დადასტურდა. ყველა მათგანი უკავშირდება 32-ე საჯარო სკოლას. ” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით ქუთაისში 300-მდე საწოლია გამზადებული იმისათვის რომ ქალაქმა კოვიდპაციენტები მიიღოს.










