ქუთაისში დღეს 998 ადამიანი გაიტესტა – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით ბულვარში განთავსებულ კარავში სწრაფი ტესტი 300-მდე ადამიანმა ჩაიტარა:
“ინფიცირებულების რაოდენობა ჯერ-ჯერობით არ გაზრდილა იმერეთში, ვრჩებით იმ ნიშნულზე რაზეც ვყავით დღეს დილას. კვლევა მიმდინარეობს, 998 ტესტია დღეს ჩატარებული და ხვალ დილისთვის გვეცოდინება პასუხები. მიმდინარეობს კარავშიც ჩვენი მოქალაქეების ტესტირება, სადაც 300 ადამიანი გაიტესტა დღესაც და აღსანიშნავია რომ ქუთაისში 157 მასწავლებლიდან, ვინც ამ ბოლო ორ კვირაში იყო აჭარაში 141 უკვე გაიტესტა. ე.წ მეორეული გადაცემა სკოლიდან უკვე აღარ არის, შემდეგ მესამეული და მეოტხეული გადაცემა თუ იქნება. რაც შეეხება ააიპ-ს აქ პრობლემა უკვე აღარ არის.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.










