“ყოველის სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ამუშავებენ ავტობუსებს და მიკროავტობუსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება უსაფრთხო იყოს მგზავრებისთვის. „ მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. მკაცრდება კონტროლი საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების და რეკომენდაციების დაცვაზე. ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ პროცესებს.“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა. დღესვე, დეზინფექცია ჩაუტარდა იმ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ცხოვრობენ კოვიდინფიცირებული მოქალაქეები. სადეზინფექციო სამუშაოები ქუთაისში გაგრძელდება.
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...










