გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა( KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) დაფინანსებით ქალაქ ხონში მიმდინარე პროექტებს დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ. მათ მშენებარე ობიექტები მოინახულეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოების გაცნობის შემდეგ და ხონის მუნიციპალიტეტის მერს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხონის დევნილთა დასახლებაში არსებული კლუბის შენობა რემონტდება და ასევე, მიმდინარეობს ქალაქის # 2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია.