ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს ნატალია ვუტოვა უხელმძღვანელებს , მად ევროპის საბჭოსა და ეუთოში მუშაობის 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს.
„მოხარული ვარ, გავაძლიერო ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვა პარტნიორებთან და ვუხელმძღვანელო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის შესანიშნავ გუნდს“, – აცხადებს ნატალია ვუტოვა ახალ პოზიციაზე საქმიანობის დასაწყისში.
ნატალია ვუტოვა აქამდე ევროპის საბჭოს ერევნის ოფისს , ხელმძღვანელობდ. ასევე იყო ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უკრაინაში , ხოლო 2002-2004 წლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში.