საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 500 სოციალურად დაუცველ ოჯახს, სასურსათო ამანათები გადასცა.
აღნიშნული ამანათები გადაეცემათ კოვიდის მიმართ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
ამანათების დარიგება დღეიდან დაიწყება და ეტაპობრივად დაურიგდებათ ბენეფიციარებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და წითელი ჯვრის მიერ, პანდემიის პერიოდში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასურსათო ამანათები 30 000 ოჯახს გადაეცა.










