ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს.
21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებულმა ძლიერი წვიმის შედეგად, ჩოლურის თემის ხუთი სოფელი – დურაში, ტვიბი, ესიერი, საყდარი და მუწდი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავში არსებობს.
სტიქიის ზონაში დილიდანვე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი.
ასევე, ადიდებულია მდინარე ლასკადურა, რომელიც საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას.
კოკისპირული წვიმა ამ დროსაც გრძელდება -ნათქვამია ლენტეხის მუნიციპალიტეტში გა რცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია – რას წერს მიხეილ სააკაშვილი
ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია. ჩემი ხედვით ქუთაისის აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე, მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე...












