ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს.
21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებულმა ძლიერი წვიმის შედეგად, ჩოლურის თემის ხუთი სოფელი – დურაში, ტვიბი, ესიერი, საყდარი და მუწდი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავში არსებობს.
სტიქიის ზონაში დილიდანვე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი.
ასევე, ადიდებულია მდინარე ლასკადურა, რომელიც საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას.
კოკისპირული წვიმა ამ დროსაც გრძელდება -ნათქვამია ლენტეხის მუნიციპალიტეტში გა რცელებულ ინფორმაციაში.
მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა
გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....












