LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა საერთო აქვს ორ გახმაურებულ მკვლელობას

რა საერთო აქვს ორ გახმაურებულ მკვლელობას

დაპოსტა 2020/08/20-ში
A A
208
ნახვა
გაზიარება

მერებაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებში ერთი და იგივე პროკურორი ფიგურირებს, რის შესახებაც
“ლელოს” ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და  კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს და 2018 წლის 6 ივლისს მოკლულ თორნიკე მერებაშვილის გამოუძიებელ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობეს, რომ საგამოძიებო ორგანოებს  საქმე არასწორი მიმართულებით მიჰყავთ.  მერებაშვილის რეალური მკვლელი თავისუფალია, ხოლო სასჯელს ის  ადამიანი იხდის, რომლის ბრალეულობაც არ დასტურდება.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მერებაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებში ერთი და იგივე პროკურორი ფიგურირებს, რაც სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს:

“იმის ნაცვლად, რომ თორნიკეს მკვლელობის საქმე გამოიძიონ და დამნაშავე პირები პასუხისმგებლობაში მიეცნენ, გამოძიება დაკავებულია საქმის გაყალბებით. ეს საქმე სხვა საქმეებისგან განსხვავდება იმითაც, რომ არ მტკიცდება იმ ადამიანის დანაშაული, რომელიც დამნაშავედ ცნეს და ციხეში ზის, ნამდვილი მკვლელი კი დღემდე დაუსჯელია. სახელმწიფოს მხრიდან არასწორად ჩატარებული გამოძიების გამო მშობლები ვერ იღებენ სამართალს. ეს არის წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. მერებაშვილის საქმეში ყველა დეტალი მოწმობს იმაზე, რომ არ ჩატარებულა გამოძიება, რომელიც დაადგენდა სიმართლეს. “შეკერეს” საქმე და მშობლებს და საზოგადოებას აჩეჩებენ სიცრუეს. მერებაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ერთი და იგივე ადამიანია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქმის გამყალბებელ ადამიანებს სისტემა აწინაურებს და უფრთხილდება, ეს პროკურორი არის ნანა გუგუტიშვილი,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

“უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, რომელიც თორნიკე მერებაშვილის საქმეში ფიგურირებს, გამოძიება მიდის არასწორი გზით, საქმეს შეგნებულად აყალბებენ”-ამის შესახებ ბრიფინგზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

“ნაცვლად იმისა, რომ თორნიკე მერებაშვილის საქმე გამოეძიებინათ, რეალური ფაქტები დამალეს, სიყალბის მცდელობით, მშობლებს  სამართლის მიღების საშუალებას არ აძლევენ და მათი  შვილის მკვლელს არ იჭერენ. მე მაქვს სამხარაულის ორი დასკვნა, რომელიც 2018-2019 წლებში გაიცა. ორივე დასკვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რადგან დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა სამხარაულის დასკვნას უარყოფს. ოჯახმა და მათმა ადვოკატმა არაერთი საჩივარი დაწერეს, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაღუპულის მშობლებს უთხრა, რომ პირად კონტროლზე აიყვანა საქმე, მათი პირადი კონტროლი კი საქმის ერთპიროვნულად გაყალბებას ნიშნავს,”-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 2018  6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა. მშობლები აცხადებდნენ, რომ მათი შვილი ავტოავარიის შედეგად არ დაღუპულა, იგი სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შემდეგაც ავარიის ინსცენირება მოხდა. მერებაშვილები პოლიციას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაც კი გადაკეტეს.

გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
მთავარი

ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"