ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება. პენსიონერი დები მეზობლებმა მას შემდეგ მოიკითხეს, რაც ისინი რამდენიმე დღე არ გამოჩნდნენ, სოფელში კი უსიამოვნო სუნი იგრძნეს
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც შსს-ში მთავარს განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო










