LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უფასო PCR ტესტი  ბათუმსა და ქობულეთში-ქობულეთის მუნიციპალიტეტში გადაწყდა კარვების გაშლა

უფასო PCR ტესტი ბათუმსა და ქობულეთში-ქობულეთის მუნიციპალიტეტში გადაწყდა კარვების გაშლა

დაპოსტა 2020/08/20-ში
A A
366
ნახვა
გაზიარება

ბათუმსა და ქობულეთში მოქალაქეებს PCR ტესტის უფასო ჩატარება დღის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში ორი, ხოლო ქობულეთში ერთი კარავი გაიშლება. მოქალაქეს, ნიმუშის აღების შემდეგ, პასუხს 24 საათის განმავლობაში აცნობებენ.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში გადაწყდა კარვების გაშლა, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება უფასო PCR დიაგნოსტიკა ჩაიტაროს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აქამდე დიაგნოსტიკას ძირითადად გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში ვახორციელებდით და აგრეთვე ცხელების და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში, მაგრამ ვინაიდან ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, ისეთი პაციენტების, რომლის ინფექციის წყარო ვერ იქნა დაზუსტებული, მიზანშეწონილად ჩაითვალა, გაფართოებული ტესტირების ჩატარება, რომელიც იქნება უფასო მოსახლეობისათვის. კერძოდ, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე, კოლონადებთან და აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მხრიდან გაიშლება ორი კარავი დღის მეორე ნახევარში, აგრეთვე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმშენებლის ქუჩაზემ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ტესტირების ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სავარაუდოდ, 17 საათიდან 22 საათამდე, თუმცა ეს დროები შეიძლება შეიცვალოს, რაც დამოკიდებული იქნება ხალხის ნაკადზე, ვიდრე ინტენსიური ტურისტული სეზონი გვექნება, ამ დიაგნოსტიკას გავაგრძელებთ. ეს ტარდება იმისთვის, რომ მოსახლეობისათვის დასვენება იყოს უსაფრთხო, ყველა შესაძლო შემთხვევა იდენტიფიცირებული იყოს და გავიგოთ რამდენი ასეთი პირი შესაძლოა გვყავდეს. ნებისმიერი პირი ჩააბარებს ნიმუშს, მათი საკონტაქტო ინფორმაცია ჩაიწერება და როდესაც გვეცოდინება პასუხი, უახლოესი 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდებიან და აღნიშნულ შედეგს აცნობებენ“, – აცხადებს ნიჟარაძე.

რაც შეეხება ეპიდმდგომარეობას, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალში 25 პაციენტია.

„რეგიონში 24 საათის განმავლობაში დადებითი შემთხვევა არ დაგვირეგისტრირებია და ვფიქრობ, რომ სიტუაცია არის მშვიდი და კონტროლს დაქვემდებარებული, თუმცა საყურადღებო. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ პრევენციული ღონისძიებებისაკენ, კერძოდ ნიღბის გამოყენებისაკენ დისტანციის დაცვისკენ. ნებისმიერ მსურველს მოვუწოდებთ, რომ ჩაიტარონ უფასო ტესტირება და ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით”,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

გაზიარება146

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.   ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....

დაწვრილებითDetails

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
მთავარი

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოგონილი სასულიერო პირის სახელით ვრცელდება ყალბი გვერდები, ინფორმაცია (სტატუსები) და ფოტოები, რომლებითაც ითხოვენ თითქოს...

დაწვრილებითDetails

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიულობა და მიზანდასახულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა მოულოდნელი საქმე გამოჩნდეს, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. საღამოს დასვენება და მშვიდ გარემოში ყოფნა სასარგებლო იქნება....

დაწვრილებითDetails

26 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“ხომ არ გავცვალოთ ადგილები?” – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე
მთავარი

ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
,,სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ღარიბაშვილი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება - ამის შესახებ "ტვ პირველს" ექს-პრემიერის ცოლის დამ, ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა უთხრა. თამაზაშვილმა რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. "დღეს იქნება მისი განცხადება დღის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ საქმეზე სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.   დღევანდელ პროცესს ბრალდებული ექსპრემიერი არ ესწრებოდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

წყლის დონეების მატება, მეწყრულ-არვარცოფული პროცესები – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა...

დაწვრილებითDetails

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –
მთავარი

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან - ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და დევნის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"