გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ბარ Bauhaus-ის ორ დაკარგულ თანამშრომელს ეძებენ.
როგორც თანამშრომლები აცხადებენ, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი ბარიდან ღამის 5 საათზე, ჩანთების გარეშე გავიდნენ.
ახალგაზრდების ბოლო ადგილსამყოფელი, რომლის შესახებაც მეგობრებმა იციან იუსტიციის სახლის მიმართულებით, ვერცხლის ქუჩაა.
ასევე, Bauhaus -ის ინფორმაციით, პოლიციას აღნიშნულის შესახებ უკვე შეატყობინეს და სამძებრო სამუშაოებში ისინიც ჩართულები არიან.










