11-ვე ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. განაჩენი მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილმა განაცხადა:
“დასრულდა ისე, როგორც თავიდან ვთქვი, დატოვა ძალაში პატიმრობა სასამართლომ, არც ის ინება, რომ გასულიყო სათათბირო ოთახში, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, არც ის განიხილა, რომ 11-დან შესაძლოა სხვადასხვა ყოფილიყო ბრალეულობა.”
აგარაკზე მომხდარი დაპირისპირებებიდან პირველი ეპიზოდის მონაწილე ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. საბა გოგშელიძე და საბა ჩხარტიშვილი დუმილის უფლებას იყენებენ, ხოლო ნარეკვავზე მომხდარი ტრაგედიის კიდევ 8 მონაწილე დანაშაულს არ აღიარებს.
როკურატურის წარმომადგენლის თქმით, თუ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიება შეეცვლებოდათ, მათ, შესაძლოა მოწმეებთან ერთად სამომავლოდ ჩვენებები შეეჯერებინათ.
მოსამართლეს ასევე შუამდგომლობით მიმართა დაცვის მხარემ, რათა ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალოს. ერთ-ერთი დაკავებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა მოსამართლე მაია ოშხარელის აცილება მოითხოვა , თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.
საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.










