ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე “თიბისისა” და “საქართველოს” ბანკის ბანკომატი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს – ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაზიანებული აპარატები კომპანია “გურმანის” თანამშრომლებმა შენიშნეს.
მათი თქმით, ადგილზე იყვნენ სამართალდამცველები, ამოიღეს კამერის ჩანაწერები და დაიწყო შესწავლა.
ამ დროისთვის უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა.
newpress.ge










