ქუთაისში ე.წ სტეკლოტარასთან მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იწყება. მოეწყობა როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა ტერიტორია. მიწისქვეშ კულტურულ-ტურისტულ საგანმანათლებლო სივრცე იქნება, ხოლო ზედა ნაწილში კომერციული ობიექტები განთავსდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, რისთვისაც დროებით დაიკეტა აქ ჩასასვლელები, რაც შეეხება გახსნას დიმიტრი ალავიძე განახლებული გადასასვლელის პრეზენტაციას მოქალაქეებისათვის უკვე სექტემბერში გეგმავს.
წყლის დონეების მატება, მეწყრულ-არვარცოფული პროცესები – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა...









