ქუთაისში ე.წ სტეკლოტარასთან მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იწყება. მოეწყობა როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა ტერიტორია. მიწისქვეშ კულტურულ-ტურისტულ საგანმანათლებლო სივრცე იქნება, ხოლო ზედა ნაწილში კომერციული ობიექტები განთავსდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, რისთვისაც დროებით დაიკეტა აქ ჩასასვლელები, რაც შეეხება გახსნას დიმიტრი ალავიძე განახლებული გადასასვლელის პრეზენტაციას მოქალაქეებისათვის უკვე სექტემბერში გეგმავს.
ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ანტონ უპერზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ანტონ უპერი ერთ-ერთია, რომელთან დაკავშირებითაც დღეს განაჩენი გამოცხადდა - ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების...









