ლადო მესხიშვილის თეატრი სეზონს დღეს 19 ივლისს დახურავს.
21:00 საათზე თეატრის კიბეებზე საზოგადოებას შესაძლებლობა ქნება სპექტაკლი ” ბრემენელი მუსიკოსები” იხილოს.
მაყურებელი და მსახიობები უკვე თვეებია ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო ყველა სახის კულტურული ღონისძიება აკრძალული იყო, ღია სივრცეში კი მსგავსი საღამოების ჩატარება დასაშვები 13 ივლისიდან გახდა.
მესხიშვილის თეატრმა მუსიკალური ზღაპარი “ბრემენელი მუსიკოსების” საზოგადოებას გასული წლის 19 დეკემბერს წარუდგინა.
ცნობილი ზღაპრის სცენაზე რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა გააცოცხლა.
სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები გელა ებანოიძე, ნანცო ცხვირაშვლი, გოჩა ნემსიწვერიძე, იოანე იმედაძე, მაგდა ჩიხლაძე, გიგა მიქაძე, აბელ სოსელია, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნიკოლოზ კობახიძე, ზაზა კილასონია, ნიკოლოზ ჯანგავაძე, ლელა ლომთაძე, კოტე რობაქიძე, დავით როინიშვილი, გიორგი შალამბერიძე, გიორგი ქართველიშვილი მონაწილეობენ.
ტექსტის მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორია გვანცა ჯავახაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და არანჟირების ავტორი ერეკლე დიდია, სასცენო მოძრაობა – ბაქარ ბაქრაძე, რეჟისორის თანაშემწე – მაია კვიმსაძე.