ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდმა ქუთაისში ჯანსაღი ცხოვრების წესის საპოპულარიზაციო სტენსილი მოხატა. ჭავჭავაძის გამზირზე , სადგურის მოპირდაპირე მხარეს ასფალტზე ფერადი სავარჯიშო თამაშები, მათ შორის კლასობანა ფონდის წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად მოხატეს . აქტივობები ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში , დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა. ღონისძიების მიზანი მოზარდებში ფიზიკური აქტივობების პოპულარიზაციაა. მსგავსი ღონისძიებები ქუთაისის გარდა სხვა ქალაქებშიც ჩატარდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის საპოპულარიზაციო სტენსილების მოხატვა მომავალში გორში, მარნეულში, ლანჩხუთსა და ქობულეთშიც ეგეგმება.
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...









