LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორი იქნება ქვეშეთი-კობის გვირაბი (+ვიდეო)

დაპოსტა 2019/09/05-ში
A A
129
ნახვა
გაზიარება

ქვეშეთი-კობის 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

ახალ გვირაბს ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ააშენებს. 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და China Railway Tunnel Group Co -ის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ზაი ფეიფეიმ მოაწერეს.

პროექტის ღირებულება 909 024 280 ლარია და სამუშაოების ვადად 4 წელია განსაზღვრული.

ცნობისთვის, China Railway Tunnel Group Co., Ltd. (CRTG) 1984 წელს დაფუძნდა და უმსხვილესი საინჟინრო საწარმოა, რომელიც ჩინეთში გვირაბების მშენებლობას და მიწისქვეშა სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიის წლიური ბრუნვა 5.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია.

„ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას. პროექტის ზემოქმედების არეალში ხეობის 9 სოფელი მოხვდება.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს,“-აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

თეგები: გვიარიინფრასტრუქტურაკობიმშენებლობაქვეშეთი
გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ქართული მუსიკალური კულტურის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ყოფილ დირექტოს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა...

დაწვრილებითDetails

ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა
მთავარი

ულამაზესი და უსაყვარლესი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა. როგორც მეგობრები წერენ ის მძიმე დავადებას ებრძოდა ....უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული ...ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრატებს...მარადიული ხსოვნა მის სულს "თეო ჩემო ლამაზო...

დაწვრილებითDetails

დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება
მთავარი

დასრულდა ეპოქა ქუთაისი მაესტრო გიორგი (ჟორა) ლომთაძეს ემშვიდობება. მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილეს აქვეყნებენ. "დასრულდა ეპოქა...... აღარა მყავს ჩემი უსაყვარლესი, ულამაზესი მაესტრო,რომელმაც ეპოქა შექმნა ქუთაისის ოპერის თეატრში,ჩემი გენიალური...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა. ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული – ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა
მთავარი

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული - უკვე 26 დღეა ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის რეგიონებში ჰუმანიტარული კატასტროფაა, მიწისძვრამ 900-მდე შენობა დაანგრია, რის გამოც 18 000 მოქალაქე უსახლკაროდ...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე შეყვარებულებლმა ოჯახის 5 წევრი მოკლეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

აშშ-ის ილინოისის შტატში, 15 წლის სკოლის მოსწავლეს და მის 16 წლის შეყვარებულს ბრალი წაუყენეს ერთი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობაში. კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა. „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, დანაშაული აღმოსავლეთ სენტ-ლუისში სამ მისამართზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა სხვა რეგიობეში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ
მთავარი

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ. 15 ივლისს ქუთაისში,  იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა. კორპუსის მშენებლობაზე, ბეტონის საფარის დასხმის დროს კონსტრუქცია ჩამოიშალა და ნანგრევებში ახაკაგაზრდა კაცი მოჰყვა. დაღუპულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"