ქუთაისის ლოგო და სლოგანი აზრთა სხვადასხავაობისა და როგორც სატელევიზო, ისე სოციალურ ქსელში ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. „ქუთაისი ქალაქია“ ასე ჟღერს სლოგანი, რომელიც ქუთაისის ახალი ბრენდის ნაწილია. კრიტიკის მიზეზი გახდა, როგორც სლოგანის შინაარსობრივი მხარე, ისე ზოგადად ბრენდირებისათვის დახარჯული თანხა , რაც 50 000 ლარია. DMO იმერეთში აცხადებენ რომ სლოგანმა სხვადასხვა ასოციაციები უნდა გამოიწვიოს და მოერგოს , ხოლო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ ტურისტებისათვის მისი აღქმა რთული იქნება. იქამდე სანამ DMO იმერეთი პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავდეს მეგა ტვ დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ქუთაისში უკვე გაჟღერებულ სლოგანზე და რასთან ასოცირდება მათთვის ქუთაისი.
აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და...









