სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
ძირითადი რეკომენდაციები:
– უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;
– ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს
დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა
ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და
დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
– ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის
მითითებით;
– აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო
სივრცეში;
– მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო
ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვების
შესაძლებლობა;
– მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
– აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო
პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით.
– უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი
წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული
ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით
გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად;
– უზრუნველყავით ესკალატორების სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების
სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო
ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;
– უზრუნველყავით სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად,
მაგრამ არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით;
– ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით
მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური
ღონისძიებების შესახებ;
– საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში
არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.










