ქუთაისის ინფექციურ საავადნლმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი მოათავსეს. 31 წლის მამაკაცი, წყალტუბოდან, ტრაილერის მძღოლია და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტმა ე.წ. ცხელების ცენტრს თვითდინებით მიმართა, აუღეს ანალიზი და კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის კლინიკაში ორი პაციენტი რჩება.
აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და...










