“29 მაისიდან ქალაქში განახლდება მოძრაობა ყველა მიმართულებით, განახლდება მოძრობა საავტობუსო ხაზებზე, იმ მიმართულებებით როგორც ადრე მუშაობდნენ, ამავდროულად მოხდება მგზავრთნაკადზე დაკვირვება და იმის მიხედვით, საჭიროება როგორც იქნება შემდეგ მოხდება მიკროავტობუსების გაშვება.” – ამის შესახებ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ცხვედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით წესების დაცვაზე პასუხისმგებელი მძღოლი იქნება.
“გარკვეული რეკომენდაციები რომლებიც გაცემულია მთავრობის მიერ, ეს ითვალისწინებს, პირველ რიგში პირბადით მოძრაობას, და შემდეგ, დამაპატებითი რეკომენდაციები რაც იქნება ჩვენ მაქსიმალურად მოვალენი ვართ გავითვალისწინოთ. რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მოძრაობა შეუძლებელი იქნება, მძღოლი იქნება თვითონ პასუხისმგებელი წესების დაცვაზე.
როცა რეკომენდაციები სრულად იქნება ცნობილი, დაიგეგმება როგორ, რა მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა. სადაც 5 მიკროავტობუსი მუშაობდა, თუ მას არ ექნება უფლება რომ 16-ვე სავარძელი გამოიყენოს და მხოლოდ 4-5 ან 7 გამოიყენა, იქ წარმოიქმენა გარკვეული მგაზავრთა დაგროვება, რაც მოსახლეობას პრობლემას შეუქმნის და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, სად იქნება გრაფიკები ასაჩქარებელი, სად რაოდენობა იქნება გასაზრდელი და ამას ჭირდება დაკვირვება.” – განაცხადა ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ცხვედიანმა.









