ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე 14 მაისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მამაკაცს უმძმესი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში აცხადებენ პაციენტის მდგომარეობა იყო უმძიმესი, მრავლობითი მძიმე ტრავმებით: ხერხემლის წელის მალების მოტეხილობა, გულმკერდის ტრავმა, სისხლის და ჰაერის არსებობა გულმკერდის ღრუში.ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მოტეხილობა, სახის ძვლების მოტეხილობა. ტრავმული შოკი,კომა.
“შემოსვლისთანავე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. რამდენიმე საათში ჩატარდა ხერხემლის ქირურგიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია, წელის მალის გამოცვლა და მოტეხილი მალების ფიქსაცია. რომელიც პროფესორმა ნეიროქირურგმა შოთა ინგოროყვამ და ბადრი წიქარიშვილმა გააკეთეს. ოპერაციამდე იყო მაღალი რისკი ღრმა ინვალიდიზაციის, მაგრამ ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს. ამჟამად ინვალიდიზაციის რისკი მინიმალურია.” – აცხადებენ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ ავარიას 32 წლის პავლე კოვზირიძე ემსხვერპლა.
ვინ არის ქუთაისში ავტოავარიისას ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა (+ფოტო)










