თურქული მედია თურქი ფეხბურთელის ჩევჰერ თოქთაშის და მისი 5 წლის შვილის ვიდეოს ავრცელებს, რომელიც მცირეწლოვანის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა 5 წლის მკვლელობა აღიარა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოათავსეს. სასწრაფო დახმარება ჩევჰერ თოქთაშმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც მის შვილს ხველა და ცხელება დაეწყო.
23 აპრილს თოქთაშმა პალატაში ექიმებს დაუძახა და თქვა, რომ მის შვილს სუნთქვა უჭირს. ბიჭი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 2 საათის შემდეგ გარდაიცვალა.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გათვალისწინებით გარდაცვალების მიზეზად სწორედ კორონავირუსი ჩაითვალა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=131&v=PUarGAA2o10&feature=emb_logo
32 წლის ფეხბურთელმა შვილის გარდაცვალებიდან 11 დღის შემდეგ ადგილობრივ პოლიციას მიმართა და აღიარებითი ჩვენება მისცა.
„ჩემი შვილი, რომელიც ზურგზე იწვა, ბალიშით გავგუდე.
ბავშვი 15 წუტი იბრძოდა, შემდეგ გაჩერდა.
ამის შემდეგ ექიმებს ვურეკავდი, რომ დამხმარებოდნენ და ამით ეჭვებით გამქრალიყო“, – ნათქვამია მის განცხადებაში.
მკვლელობის მოტივად ფეხბურთელი შვილის მიმართ სიყვარულის არქონას ასახელებს.
„რაც ჩემი უმცროსი ვაჟი დაიბადა, არ მყვარებია. არ ვიცი, რატომ.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოვკალი, არის ის, რომ მე არ მიყვარდა. არანაირი გონებრივი პრობლემა არ მაქვს, ”- თქვა ფეხბურთელმა.
ჩევჰერ თოქთაშს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.










