ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 10 დღის განმავლობაში, კორონავირუსით ახალი პაციენტი არ მოუთავსებიათ, – ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი საავადმყოფოს დღეს დატოვებს და კლინიკაში კოვიდინფიცირებული ორი ადამიანი დარჩება.
კლინიკას უკვე 38 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.










