ქუთაისის ლაბორატორიაში 134 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, ანალიზები იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან იყო გადაგზავნილი.
იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 211 მოქალაქე იმყოფება.
იმერეთში კორონავირუსი მე-12 დღეა არ დაფიქსირებულა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 642 ადამიანი, აქედან 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 413.










