LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისი მზად არის იმისთვის, რომ ხვალ, 21:00 საათიდან ჩაიკეტოს შემოსასვლელ-გასასვლელები – ზვიად შალამბერიძე

ეს იქნება დიდი სტიმული როგორც ფერმერებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული ფერმერულ მეურნეობაში – ზვიად შალამებრიძე

დაპოსტა 2020/05/12-ში
A A
121
ნახვა
გაზიარება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის შეფასებით, დღეს გაცხადებული შეღავათები დიდი სტიმული იქნება როგორც ფერმერებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული ფერმერულ მეურნეობაში.

“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, ვისაც ეს დახმარება შეეხება და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ არ ეხებათ, რადგან უნდა იყვნენ ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირებული, უნდა იყოს მიწა დარეგისტრირებული და თუ არ აქვთ “ლიბერთი ბანკის” ბარათი, შეუძლიათ ერთი თვის განმავლობაში მიიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფერმერები ყველა ჰექტარზე მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას, შეღავათიანად დიზელის საწვავს. თქვენ იცით, რომ ჩვენ იმერეთში, განსაკუთრებით კი წყალტუბოში გვაქვს ძალიან ბევრი სასათბურე მეურნეობა, ასევე ჩვენი ფერმერები, რომლებსაც უნდათ თავიანთი საქმიანობის გაფართოება, როგორც გაცხადდა, მიიღებენ 50%-იან სუბსიდირებას სასათბურე მეურნეობის მშენებლობაში, ტექნიკის შეძენაში, სარწყავი არხის მოწყობაში და სხვა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც უკვე ჩართულია ფერმერულ მეურნეობაში და მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის, რომ წლის ბოლომდე მიუბრუნდეს და ეს შეღავათები შეეხოს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, წელს დაახლოებით 30%-ით მეტი მიწა დამუშავდა იმერეთის რეგიონში, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლების განმავლობაში და დღეს გაცხადებული დახმარებები უფრო მეტს ბიძგს მისცემს ფერმერებს, რომ კიდევ უფრო მეტი მიწა დამუშავდეს და კიდევ უფრო მეტი მოსავალი მოვიდეს.

“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც დარჩა მიწის რეგისტრაციის გარეშე, აუცილებლად დაირეგისტრირონ და ამისთვის გამარტივდა კიდეც ეს პროცესი და დღეს გაცხადებული შეღავათები იქნება კიდევ დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა წლის ბოლომდე მიწა დაირეგისტრიროს და დარწმუნებული ვარ, 100%-ით იქნება წლის ბოლოსთვის მიწები დარეგისტირებული იმიტომ, რომ მიიღონ ეს შეღავათები”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს. როგორც პრემიერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2020 წელს 42 000 ფერმერი გათავისუფლდება სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ასევე, ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, მათ სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან. ,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"