თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა.
თუმცა აქ კვლავ რჩება ბლოკ-პოსტები. ასევე გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი.
“სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ღვანკითში უკვე იხსნება შეზღუდვები, აქ აღარ იქნება ე.წ. საკარანტინო ზონა, თუმცა რჩება ბლოკ-პოსტები, სადაც გაგრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი 22 მაისის ჩათვლით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მაინც გვქონდეს იმის საშუალება, რომ პრევენცია მოვახდინოთ. რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს ქუთაისის შესასვლელ-გასასვლელებთან, დღეიდან უკვე დავიწყებთ მათ აღებას”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძე.
სოფელი 23 აპრილიდან წითელ ზონად გამოცხადდა და სრული კარანტიში მოექცა. ამის მიზეზი, სოფელში, კოვიდ 19-ის 13 შემთხვევის გამოვლენა გახდა.
საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.










