LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში შიდაგავრცელების დაწყებიდან დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა – თენგიზ ცერცვაძე

ენტონი ​ფაუჩის წერილი სულ სხვა იყო, რადგან ის მსოფლიოში ნომერ პირველი ფიგურაა – თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2020/05/12-ში
A A
123
ნახვა
გაზიარება

სატელეფონო საუბრებში ყოველთვის დადებით, მაღალ შეფასებებს ვიღებთ, მაგრამ ფაუჩის წერილი სულ სხვა იყო, რადგან ის მსოფლიოში ნომერ პირველი ფიგურაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„საქართველოს მიმართ შეფასებები ძალიან პოზიტიურია. ამაზე შეხედულება ცალსახაა. მე არ ვგულისხმობ იმ ცალკეულ სკეპტიკოსებს, რომლებსაც თვითონაც არ სჯერათ თავიანთი ნათქვამის, მაგრამ რაღაც მოსაზრებების გამო ვალდებული არიან, რაღაც შენიშვნები გამოთქვან. თუ ამას არ ჩავთვლით და ჩავთვლით უდიდესი უმრავლესობის აზრს, შეფასებები ძალიან პოზიტიურია. რამდენი შეიძლება, ჩამოითვალოს, ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისიდან“ (Foreign Policy) დაწყებული, ჯანმოს მიერ ჩვენი ხელმძღვანელობისადმი გამოგზავნილი ოფიციალური წერილებით დამთავრებული. რა ვიცი, უამრავი კერძო თუ ოფიციალური შეფასება აქვს საქართველოს მიღებული. პირადად მე ბევრი პარტნიორი მყავს უცხოეთში და სატელეფონო საუბრებში ყოველთვის დადებით, მაღალ შეფასებებს ვიღებთ, მაგრამ ფაუჩის წერილი სულ სხვა იყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია მისი ამერიკელი კოლეგების შეფასებები პირადი საუბრების დროს და დაავადების მკურნალობის ეფექტურობის კუთხით როგორ პოზიციონირებს საქართველო საერთაშორისო მასშტაბით.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ პირადად მიიღო წერილი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელისგან, ენტონი ფაუჩისგან, სადაც ის წერს, რომ კორონავირუსის აფეთქებას საქართველო კარგად უმკლავდება და ამ კუთხით ქვეყნის გამოცდილებას მაღალ შეფასებას აძლევს.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ენტონი ფაუჩის წერილი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, რადგან ის მსოფლიოში ნომერ პირველი ფიგურაა.

„თქვენ იცით, რომ ის თვით ტრამპსაც კი არ უწევს ანგარიშს, რამდენიმეჯერ შეეკამათა და ტრამპი დაემორჩილა. კაცი, რომელიც არავის ემორჩილება. ტრამპი შეიძლება, აფეთქდეს და ვინც არ მოეწონება, საერთოდ მოხსნას სამსახურიდან, მაგრამ ფაუჩის ამას არ ჰკადრებს. ის მას ძალიან დიდ ანგარიშს უწევს და შეკამათების მიუხედავად, ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებს. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისგან არა რამეთი გამოწვეული, არამედ მისი სურვილით გამოგზავნილი წერილი დიდი პატივია. სად სცალია ახლა იმ კაცს?! კისერზე აწევს მთელი ამერიკა, მთელი მსოფლიო და პასუხისმგებლობა, თუ როგორ უმკურნალოს „კოვიდს“, მაგრამ მან საჭიროდ ჩათვალა და დრო მონახა, რომ ასეთი მოკლე, მაგრამ ძალიან სერიოზული წერილი გამოეგზავნა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ენტონი ფაუჩის წერილი მთლად შემთხვევითი არ ყოფილა.

„ნუ, ახლა ეს მთლად შემთხვევითი არ ყოფილა. ჩვენ 22 წლის პარტნიორობა გვაკავშირებს. 2017 წელს მან მე და ჩემი ორი წამყვანი თანამშრომელი, ნიკოლოზ ჩხარტიშვილი და აკაკი აბუთიძე თავის ინსტიტუტში მიგვიწვია, ჩვენ საპატივცემულოდ ნახევარდღიანი სესია გამართა და ბოლოს, მეგობრული სადილი მოაწყო. როგორც გვითხრეს, მას ეს სხვა შემთხვევაში არც ერთხელ არ გაუკეთებია აღმოსავლეთ ქვეყნების მიმართ და ეს იყო პირველი ასეთი შემთხვევა. აი, ასეთი კაცის წერილი ჩვენთვის უნდა იყოს გზამკვლევი და იმის პირობა, რომ მინიმუმ, შევინარჩუნოთ ეს ტემპი და არ დავაგდოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ტემპის შენარჩუნებაში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ვერტიკალის უდიდესი წარმატება, რომელმაც არ დაუშვა შემთხვევების დიდი რიცხვი.

„მთავარი მაინც ეს იყო და მეორე, როგორც ჩანს, სწორი და ინოვაციური მიდგომები. მე იმით გამოვთქვამ კმაყოფილებას, რომ ჩვენ არა მარტო სწორად ვმკურნალობდით. სწორ მკურნალობაში სწორად და დროულად სტანდარტული მკურნალობაც იგულისხმება. ესეც არ აკლდა, მაგრამ საჭირო შემთხვევაში ინოვაციურ მკურნალობას მივმართავდით, როგორიც არის ტოცილიზუმაბი, ან თუნდაც, იგივე რეკოლვალაცენტის პლაზმა და საკმაოდ თამამად ვამბობ, რომ ერთი-ორი ავადმყოფი ამით გადავარჩინეთ. თუ ახლა ერთიც გადარჩა, ეს მესამე იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

1TV.GE

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან. ,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"